"შემოდგომის ფესტივალი" ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის სკოლის ეკოკლუბელებმა ნინო არდიამ და გვანცა გერგედავამ მონაწილეობა მიიღეს ,,შემოდგომის ფესტივალში". ფესტივალი ჩატარდა  17 ნოემბერს, ახალგაზრდული სათათბიროს, ეკო-ტურიზმის კომიტეტის ინიციატივით. ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდების გააქტიურება და მათთვის გასართობ-შემეცნებითი აქტივობების შეთავაზება.

ფესტივალზე იყო ბევრია გასართობი და შემეცნებითი აქტივობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული მონაწილეები დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებითა და ტკბილეულით.

ჩატარდა გამოფენა გაყიდვაც, სადაც ადგილობრივი მეწარმეები იყვნენ ჩართულნი და მათ წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტი. შემოდგომის ნობათი, ხელნაკეთი ნივთები და ასევე გამოფენილი იყო ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. ეკოკლუბელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწaრმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქტები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.