რუსთაველი ეკოკლუბელები ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" საქმიანობებში ჩაერთვებიან

ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები "საქართველოს  წითელი ჯვრის საზოგდოების" ქალაქ რუსთავის ფილიალს ეწვივნენ. ეკოკლუბელებმა დაათვალიერეს ოფისი, სადაც განთავსებულია "წითელი ჯვრის ორგანიზაცია". ესაუბრნენ საზოგადოების თავჯდომარეს "წითელი ჯვრის" პრინციპებზე, წესდებაზე, მიზნებზე, სიმბოლოებზე, სამომავლო გეგმებზე. ასევე ისაუბრეს პირველ ქართველ ქველმოქმედ ქალებზე, მოწყალების დებზე. გაეცნენ ლიტერატურას მათ შესახებ და გადაწყვიტეს მონაწილეობა  მიიღონ როგორც მოხალისეებმა იმ აქტივობებში, რომლებიც განისაზღვრება "წითელი ჯვრის" მიერ:

1. მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას KOVID-19-ის პრევენციაში;

2. შეისწავლიან კოვიდ ვირუსის ირგვლივ არსებულ მითებსა და კონსპირაციულ თეორიებს, შემდეგ ჩამოაყალიბენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებსა და მეთოდებს;

3. დაეხმარებიან ხანდაზმულ, მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს;

4. მოსწავლეები ეწვევიან იმუნიზაციის ცენტრს, გაავრცელებენ ინფორმაციას ბუკლეტების დახმარებით აცრის აუცილებლობის, ხელმისაწვდომობის, სარგებლიანობის შესახებ.