დაბა ლაითურის სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში 16 ნოემბერს ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა მე-8 მე-9 მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. თავიდანვე აღინიშნა, რომ ტოლერანტობა — სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.

აქტივობაში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო, კითხვები კი მრავალფეროვანი. მონაწილეებს პასუხის გასაცემად ჰქონდათ განკუთვნილი 1 წუთი. ინტელექტუალური თამაში შემეცნებითი აღმოჩნდა, სადაც მოსწავლეებმა გაიგეს უფრო მეტი ტოლერანტობასთან დაკავშირებით. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი სერთიფიკატები. გამოვლინდა როგორც პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები.