მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ მარადისში საქველმოქმედო ფესტივალი გამართეს. ფესტივალისათვის მზადება გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყეს: დააკალმეს ფოთოლმცვენი და მარადმწვანე მცენარეები, რომლებსაც მთელი ზაფხული განმავლობაში უვლიდნენ, შეკერეს ჩანთები, მოქსოვეს წინდები, გააკეთეს ყელსაბამები და სამაჯურები, მეორეული ნივთებისგან დაამზადეს საყვავილეები, მოამზადეს ჩურჩხელები, ტყლაპი, ჩირი და სხვა.
ფესტივალის სამზადისში ეკოკლუმბელთა მშობლებიც იყვნენ ჩართული მათ ხილი, ბოსტნეული და ტკბილეული გამოიტანეს გასაყიდად. ფესტივალი ღია სივრცეში ჩატარდა, გამოფენას (ფესტივალს) კლუბის პარტნიორი ორგანიზაციები დაესწრნენ: მარნეულის ქალთა ოთახი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, CENN-ი, რესურსცენტრი, ფერმერთა ასოციაცია, დეკორატიული მცენარების ასოციაცია, რუსთავის ინოვაციური ჰაბი, ქვემო ქართლის მეწარმეთა ქალთა ქსელი, მარნეულის ტელევიზია და სხვა.
ფესტივალს ესწრებოდნენ შულავრის, ახალი დიოკნისის, წერეთლის, გუმბათის და სხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა სერთიფაკატები გადასცეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადეს კლუბის საქმიანობების მხარდაჭერისათვის. ფესტივალზე 1200 ლარი. 600 ლარი გადაეცა შშმ პირს, რომელსაც ორივე ხელი ამპუტირებული აქვს და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, 400-მარტოხელა დედას, რომელსაც ხერხემლის ოპერაცია ესაჭიროება, 100-100 ლარი გადაეცათ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს.
საქველმოქმედო ფესტივალი გარემოსდაცვითი კლუნის ინიციატივით უკვე მეხუთედ გაიმართა. მოსწავლეებმა დაიწყეს მზადება საგაზაფხულო ფესტივალისთვის. ფესტივალი გააშუქა მარნეულის ტელევიზიამ, ხოლო გაზეთმა "ახალი განათლება" გამოაქვეყნა სტატია ამ ღონისძიების შესახებ.