აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით განხორციელდა მცირე პროექტი „ჩვენი ეზო“. მოსწავლეებმა დაგეგმეს სკოლის ეზოს გალამაზება. მშობლების დახმარებით მიიტანეს ყვავილების ნერგები და დარგეს შერჩეულ ადგილებზე.
ბავშვებმა მოსავლელად გაინაწილეს ტერიტორიები, რითიც გაუმჯობესდა როგორც სკოლის ესთეტიკური გარემო, ასევე მათ გააცნობიერეს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოზე ზრუნვის საკითხებში. ამასთან ერთად მოსწავლეები და მშობლები დაინტერესდნენ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით და აქვთ იმედი, რომ იქნებიან მაგალითის მიმცემი სხვა მოსწავლეებისთვის.
ეკოკლუბის წევრებმა ასევე დაგეგმეს სკოლის ტერიტორიაზე ხეების დარგვა. მანამდე კი დაიგეგმა ვიზიტი მტირალას ტყეპარკში. შეხვედრა და გასაუბრება მეტყევეებთან, რათა სწორად შეარჩიონ ხის ნერგები, რომელიც მიზანშეწონილი და სასარგებლო იქნება სკოლის ეზოსთვის.