ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ვიზიტი ლაფანაანთკარის სკოლაში

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლას, ეკოკლუბ ,,პანგეას" მიწვევით პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დ მისი გუნდი ესტუმრა. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის ბიბლიოთეკა და ახალი, საინტერესო მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. ამგვარად მრავალი საინტერესო წიგნი შეემატა ბიბლიოთეკის თაროს.

გიორგიკეკელიძე ბავშვებს წიგნის კითხვის შედეგად მიღებულ  განათლების ხარისხსა და ნიშვნელობაზე ესაუბრა. მოუწოდა მათ იკითხონ ბევრი თავისუფალი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად. შეახსენა, რომ თავისუფლება მხოლოდ  განათლებაშია. აგრეთვე გააცნო პროექტი  ,"რაც მოგივა დავითაო", სადაც მონაწილეობა მოსწავლეებს სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის ამოცნობას გაუდვილებს.

ეროვნული ბიბლიოთელის დირექტორმა ყველა მოსწავლეს სპეციალური სამახსოვრო გულსაბმევი ,,დავითა" დაურიგა. ეკოკლუბელებმა გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელიც ,,პანგეას " და  გიორგი კეკელიძის გვერდზე განთავსდა.

პანდემიის დასრულდების შემდეგ, ლაფანაანთკარელი ეკოკლუბელები ეროვნულ ბიბლიოთეკაში არიან მიწვეული.