ქალაქ ჯვრის N1 სკოლაში პლასტმასის ნარჩენებისგან გამოყენებადი ნივთები დაამზადეს

ქალაქ ჯვარში, ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, პლასტმასის ნივთებისაგან დაამზადეს სხვადასხვა სახის გამოყენებადი ნივთები და თანასკოლელებთან ერთად განათავსეს ბიოლოგიის კაბინეტში.

პლასტმასის ნარჩენები დღესდღეისობით აქტუალურ და დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან პლასტმასი ბუნებაში არ დეგრადირდება, არ ლპება, როგორც ქაღალდი ან საკვები ნარჩენები. შედეგად, ტონობით გადაყრილი პლასტმასის ნივთების უმეტესი ნაწილი ნაგავსაყრელებზე, ტყეებსა და საბოლოოდ ოკეანეებში ხვდება. მსოფლიოში 60 მილიონი წლის ბოთლი ნაგვის უყრნაში იყრება რაც შემდეგ უდიდეს პრობლემას ქმნის. ბოთლების დადებითი გზით გამოყენება შეამცირებს დანაგვიანების რიცხვს.

ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე ეკოკლუბელების მიერ ჩატარებული აქტივობა მოსწავლეებში ბოთლის დეკორაციულად და გამოსაყენებლად პრაქტიკული ნივთების შექმნის დისციპლინის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. ეკოკლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს აქტივობა დაეხმარებათ მათ განივითარონ თვალსაწიერი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და გამომიმუშავონ დისციპლინა, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ შეამცირონ გარემოში მოხვედრილი ბოთლებისა და ზოგადად პლასტმასის რაოდენობა.