3–4 ოქტომბერს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით თბილისის სკოლებისათვის კრწანისის ტყეპარკში მორიგი ფოტოტური მოეწყო.
საველე ღონისძიების დროს მოსწავლეემა სპეციალისტებისა და ადგილობრივი რეინჯერის დახმარებით დალაშქრეს საკმაოდ გრძელი მარშრუტი და გადაიღეს ფაუნის და ფლორის წარმომადგენლების საინტერესო ფოტოსურათები. შემდეგ ეს ფოტოები აიტვირთება საქართველოს სატყეო პორტალზე და ამ გზით ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კონკურს "ფოტო–სინთეზში". საუკეთესოები კი დაჯილდოვდებიან..
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის მიერ, პროექტის, “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში. პროექტის პარნიორია დაცული ტერიტორების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავვსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)
ამ ბმულზე შეგიძლიათ უყუროთ ფოტო–ტურის ამსახველ ვიდეოს, რომლის ავტორია ნოდარ ხარანაული:
https://drive.google.com/file/d/0Bw1Qv8n45KaZQWpEMFdLc0NKaXc/view