ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეასრულეს შემდეგი აქტივობები: მოამზადეს პრეზენტაცია ერთ-ერთი სოციალური ქსელის ქსელის Canva-ს შესახებ, სადაც მზადდება პრეზენტაციები, ვიდეოები, სიგელები, ლოგოები და ა.შ.
ეს საიტი ძალზედ პოპულარულია როგორც სტუდენტებში, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებშიც, თუმცა საბაზისო კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია მის შესახებ. სწორედ ამ მიზეზებზე დაყრდნობით ეკოკლუბის წევრებმა ისაუბრეს canva-ს ძირითად დეტალებზე, მნიშვნელობებზე, მისი გამოყენების ინსტრუქციებსა და გამოყენების წესებზე. ზემოთხსენებული საიტი მართლაც რომ საინტერსო, გამოყენებადი და მრავალფეროვანი აპლიკაციაა პრეზენტაციები შესაქმნელად. ეკოკლუბელებმა მეგობრებს განუმარტეს და აჩვენეს თავლნათლივ ის გზები და ეტაპები, რომლებიც მათ რეგისტრაციიდან პრეზენტაციის დასრულებამდე უნდა გაიარონ. სურვილის მიხედვით რამდენიმე ბავშვი იქნა გამოყვანილი და მათ საშუალება მიეცათ ეკოკლუბელების დახმარებით დამოუკიდებლად შეექმნათ პრეზენტაციები.
გამომდინარე იქიდან, რომ საბაზისო კლასის მოსწავლეებში იზრდება პრეზენტაციებისა და კომპლექსური დავალებების შექმნის აუცილებლობა, რისთვისაც აუცილებელია მრავალფეროვანი და გამოყენებადი საიტების ცოდნა, ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს თანამეგობებისათვის მიეწოდენინათ ინფორმაცია ხსენებული საიტის შესახებ, რითაც კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდებოდა მათი მუშაობის პროცესი, ასევე საინერესო საიტის საშუალებით. ეკოკლუბელები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული აქტივობა ხელს შეუწყობს მოზარდებს შექმნან მრავლისმომცველი და მრავალფეროვანი პრეზენტაციები და დავალებები.