ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ნატვრის ხე''-ს წევრმა მოსწავლეებმა “საკვების მსოფლიო დღე“ აღნიშნეს. ღონისძიების მიზანი იყო, მოზარდებს გაეთავისებინათ დაბალანსებული კვების რაციონის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის.
რთულია, სწორად იკვებო დამუშავებელი საკვების ეპოქაში. ამიტომაც, ეკოკლუბში მუდმივად საუბრობენ ხილის, ბოსტნეულის და სხვა ჯანსაღი საკვების შესახებ. ეკოკლუბმა სკოლის მაშტაბით გამოაცხადა ნახატების კონკურსი, რომელიც მიეძღვნებოდა საკვების მსოფლიო დღეს.
ნახატების კონკურსში მონაწილეობას იღებდა ყველა მოსწავლე შეუზღუდავად ასაკისა. მიიღეს უამრავი ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი. ყველაზე პატარა მონაწილე 6 წლის იყო, უფროსი 16-ის. მიღებული ნახატების გამოფენა მოეწყო სკოლის კედელზე, რათა მოსწავლეებმა უკეთ აღიქვან და გაიზრონ საკვების მნიშვნელობა, გაიაზრონ თუ რა გზას გადის პროდუქტი ჩვენამდე და რამდენად მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების რაციონალური გამოყენება.