რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" ეკოკლუბმა ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავის სკოლა "მილენიუმის" ეკოკლუბი "ათასწლეული" შეუერთდა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს. ეკოკლუბელების ქტიური ჩართულობით მოძიებული იქნა წიწვოვანი ხის რამოდემე ნერგი, რომელიც ეკოკლუბელებმა საკუთარი ძალებითა და მონდომებით თავად დარგეს.

სკოლის ეზო მდიდარია სხვადასხვა ხისა და ყვავილების ნარგავებით. ეკოკლუბელების გემოვნება კარგადაა ჩამოყალიბებული და ისინი მუდამ ერთვებიან აქტივობებში, რომელიც არამარტო სკოლის ეზოს სილამაზეს ეხება, არამედ ზოგადად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული.

სკოლა "მილენიუმის" დირექცია აქტიურად თანამშრომლობს ეკოკლუბელებთან და მათი ხელშეწყობით ბავშვები კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავენ.