ინდოელი, რომელმაც 6 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტყე შექმნა

ჯადაევ პაიენგმა თავისი ოცნების ასრულება 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო.  1979 წელს წყალდიდობამ ქვეწარმავლები დახოცა ჯოხატის დასახლებასთან ახლოს, რომელიც გუვახატიდან 350 კმ–ის დაშორებით არის. როდესაც წყალმა უკან დაიხია პაიენგმა, რომელიც ჯერ კიდე 16 წლის იყო, შენიშნა რომ რეპტილიები დაიხოცნენ ტყის არარსებობის გამო.

ნანახმა ძალიან შეაშფოთა პაიენგი. მან გადაწყვიტა მდინარის ნაპირი სიცოცხლესთან შეთავსებადი გაეხადა ცხოველებისთვის. მთავრობამ, რომელსაც დახმარების სათხოვნელად მიმართა, უთხრეს, რომ უდაბნოდ ქცეულ ნაპირზე არცერთი მცენარე არ გაიხარებდა, ამიტომ უარი უთხრეს დახმარებაზე.
1
მაშინ პაიენგმა გადაწყვიტა თვითონ შეეცვალა მკვდარი ნაპირები ცოცხალი ტყით. უფროსების რჩევით მან ჯერ მხოლოდ 20 ბამბუკი დათესა, რომ გაეგო გაიხარებდა თუ არა მცენარე, მას შემდეგ რაც ბამბუკმა ფესვები გაიდგა და ამწვანდა ხელახლა თხოვა მთავრობას დახმარება.
2
იმის დანახვის შემდეგ,რომ პაიენგის დათესილმა მცენარეებმა გაიხარეს, მთავრობამ შეიცვალა თავისი ხედვა და შეიმუშავა პროექტი 200 ჰეკტარი ტყის გაშენების უდაბნოდ ქცეულ სანაპიროებზე.
3
პაიენგის შრომის შედეგად ტყე 3 ჯერ უფრო დიდია ამჟამად და 6 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. 1000 ამდე სახეობის ხე ხარობს ამ ტყეში,ასევე ბევრი ცხოველი დასახლდა ტყეში მათ შორის ვეფხვები ,მარტორქები და სპილოები.
4
პაიენგის ტყე ნამდვილი სამოთხე გახდა.მაგრამ ამ ფაქტმა ყველას აღტაცება ვერ დაიმსახურა. ერთხელ ადგილობრივი ფერმერები დაემუქრნენ მთელი ტყის გაჩეხვით, რადგან რამოდენიმე სპილომ ამათი ნათესები გათელა. პაიენგი გამოდებით იცავდა ტყეს. ბოლოს და ბოლოს მაცხოვრებლები შეთანხმდნენ რომ უკეთესია გვერდით გქონდეს ტყე ვიდრე უდაბნო.
5
დიდი ხანი პაიენგის სახელი აღარ ისმოდა. მაგრამ 2008 წელს ისევ ახსენეს , როდესაც 115 გამქრალ  სპილოს დაუწყეს ძებნა რომლებმაც მიგრაცია პაიენგის ტყეში მოახდინეს. Разыскав пропавших животных, ეკოლოგები აღფთოვანდნენ ახალი ტყის ფლორით და ფაუნით. პაიენგის  შვილს ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა ხოლო პირადად მას ბევრი მეცნიერი მიმართავდა გამწვანებით დაინტერესებული.
6
ამჟამად პაიენგი ავტორიტეტით სარგებლობს თანამოსახლეებში და მას "ტყის მცველს" ეძახიან პატივისცემის ნიშნად. მას 3 შვილი ყავს და აგრძელებს ცხოვრებას თავის შექმნილ ტყეში.

წყარო: iko.ge