საუკუნოვანი ხეები ჩვენს ირგვლივ

 

ხეები დედამიწის ფილტვებს ქმნიან. ხეები ისტორიას ქმნიან თავისი არსებობით. ხეები საუკუნეებს ითვლიან და მათთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა თუ ნამდვილი ფაქტი არსებობს. ხარაგულში, ბაზალეთის თემში, სოფელ ღარიხევში სამასწლოვანი ურთხმელის ხე დგას, რომელთან დაკავშირებით მოსახლეობა უამრავ ამბავს ჰყვება. ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბ ,,ბაოს" წევრებმა ურთხმელის ხე მოინახულეს. სოფელში მაცხოვრებელი მოსახლეობა გამოკითხეს და ყველა ინფორმაცია შეაგროვეს, რაც ხალხმა ხესთან დაკავშირებით იცოდა.

ეკოკლუბელებმა მოკრებილი ინფორმაცია პოსტერებზე დაიტანეს და პრეზენტაცია წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. ბავშვებმა პრეზენტაცია ურთხმელის ხის ქვეშ წარადგინეს. ამ ურთხმელს ერთი დიდი გამხმარი ტოტი აქვს. როგორც ამბობენ, საბჭოთა პერიდოში ამ ტოტზე ეკლესიის ზარი იყო ჩამოკიდებული და როდესაც ჩამოხსნეს, ტოტი გახმა და მას შემდეგ ასეა.