"წერილი კოვიდის პერიოდში"

 

ხელნაწერი წერილის წერა 21-ე საუკუნეში იშვიათობაა. სწორედ ამიტომ, ნინოწმინდის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,დედამიწა ჩემი სახლია"-ს წევრების ინიციატივით დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა აქტივობა, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდებში ხელნაწერი წერილის პოპულარიზაცია.

ეკოკლუბელებმა ბავშვებს გააცნეს როგორ წერენ წერილს, აუხსნეს წერილის სტრუქტურა, შემდეგ კი აირჩიეს დღეს ყველაზე აქტუალური თემა - კორონავირუსი და მისცეს დავალება, რომ მოსწავლეებმა მისწერონ წერილი საზღვარგარეთ მცხოვრ მეგობარს, სადაც აღწერენ თუ როგორ სწავლობენ პანდემიის დროს ან როგორ იცავენ პირად ჰიგიენას. ბავშვებმა ასევე აღწერეს მათ სკოლაში როგორი წესებია კორონავირუსთან დაკავშირებით. გამოვიდა მეტად საინტერესო წერილები, რომლებიც ნახატებითაც გააფორმეს. შემდეგ კლუბის წევრებმა საუკეთესო წერილები გამოარჩიეს და საუკეთესო წერილის ავტორი მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ დაასაჩუქრა.