ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "შექმენი მომავალი" ხელმძღვანელთან ერთად სალაშქროდ იმყოფებოდა არწივის ხეობაში. ეს ისეთი ადგილია, რომელიც უნდა მოინახულოს ადამიანმა ნებისმიერ სეზონზე და საინტერესოა ყოველ ჯერზე.
ეკოკლუბელების თქმით, ბუნების ეს ძეგლი იწვევს მათ გაოცებას. ცუდია რომ ეკოკლუბელებს არ ჰქონდათ ბინოკლები და მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდნენ არწივის ხეობაში არსებულ ფრინველთა საოცარ ფრენას. წესები ბავშვებისთვის ნაცნობია - თუ დაკვირვება გსურს, ხმამაღალი ემოციის გარეშე უნდა გამოხატო აღტაცება, რათა არ დააფრთხო ფრინველი.
რაც შეეხება არწივის ხეობის ფლორას... ეკოკლუბელები გააოცა იმან, რომ ეს ბუნების ძეგლი მარჯნის რიფების მსგავსია. ბავშვებს სურდათ ხეობის ყველა დეტალს გასცნობოდნენ, ჩაეწერათ, ჩაეხატათ და რაც მთავარია არაფერი დაეზიანებინათ.