ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა სახელწოდებით: "ერთად მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს". ეკოკლუბელებმა დაბეჭდეს ფლაერები, სადაც აღწერილია თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ დედამიწაზე არსებული ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებაში, მაგალითად თუნდაც იმით, რომ უბრალოდ კბილების გახეხვისას დავკეტოთ ონკანი და მხოლოდ საჭიროებისას გავხსნათ.
ამით ჩვენ დავზოგავთ საკმაოდ დიდი რაოდენობით წყლის რესურსს. ფლაერებში ასევ არის მოწოდება, რომ უნდა გავუფრთხილდეთ მცენარეებს და ვიზრუნოთ მათ გამრავლებაზე, რადგან სიმწვანე დედამიწაზე ჟანგბადის წყაროა.
ამ აქტივობით ეკოკლუბელები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარგონ ხეები და იზრუნონ მათზე, რადგან ჩვენ მწვანე გარემოში ვიცხოვროთ და სუფთა, ჯანსაღი ჰაერით ვისუნთქოთ. თუკი ყველა ადამიანი თუნდაც 1 ხეს დარგავს - ეს უკვე დედამიწის სიჯანსაღისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.