ხაშურის N6 სკოლის მოსწავლეები სტერეოტიპების წინააღმდეგ

 

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხაშურის N6 სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით: "ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან", რომელშიც ამავე სკოლის ეკოკლუბ "ეკო-მეომრების" წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი იყო მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ და სსსმ მოსწავლეების დაახლოვება, თანამშრომლობა, ერთობლივი ძალებით საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და შესაძლებლობების გამოვლენა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი, იმხიარულეს და ბოლოს მეორადი ნარჩენებით დამზადებული ნამუშევრების გამოფენაც კი მოაწყეს. ნამუშევრების მომზადებაში ეკოკლუბის წევრები დაეხმარნენ მოსწავლეებს. მათ უხსნიდნენ, რომ ნარჩენებით შესაძლებელია ნივთების დამზადება, რომელსაც შესაძლებელია "მეორე სიცოცხლე" მივანიჭოთ.

მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება "მომავლის სახლის" ბენეფიციარებსა და ხაშურის N6 სკოლის მოსწავლეებს შორის, რაც ერთიორად გაზრდის და აამაღლებს ამ კუთხით ბავშვების მოტივაციასა და შემოქმედებით მოდგომებს.