ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021"-ის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ფესვების“ წევრებმა 15 ივნისს ერთჯერადი პარკების გამოყენების შემცირებასთან დაკავშირებით დაიწყეს კაპანია, რომლის ფარგლებშიც ბავშვები იყენებენ მრავალჯერად ეკოლოგიურად სუფთა ჩანთებს.
სწორედ ამიტომ, სიმბოლურად მათ სკოლის ბოლო დღეს წიგნები სკოლაში მრავალჯერადი ჩანთებით მოიტანეს, რითაც სხვებს მოუწოდეს, რომ შეამცირონ პოლიეთილენის ერთჯერადი პარკების წარმოება და იხმარონ მრავალჯერადად გამოყენებადი ჩანთები. როგორც ვიცით, ცელოფნის ჩანთები ერთჯერადია და გვხდება ნაგავსაყრელებზე, რითაც ბინძურდება გარემო და ყოველწლიურად კლავს ათასობით ცხოველს, რომლებიც იკვებებიან ამ ჩანთებით. ცელოფნის ჩანთებს, რომლებიც ნაგავსაყრელებში იჭრება, დაშლას დიდი დრო სჭირდება და ამ პროცესში ისინი გიყოფა პატარა და პატარა ტოქსიკურ ნაწილაკებად, რომლებიც ნიადაგსა და წყალს აბინძურებს. გარდა ამისა, პოლიეთილენის ჩანთების წარმოება ხარჯავს მილიონობით გალონ ზეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავისა და გათბობისთვის.