ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "პერსეფონეს" წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩართული იყვნენ გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტში. სკოლაში მიწვეული იყო შესაბამის კვალიფიკაციის ტრენერები. ჩატარდა ტრენინგი და ამ კუთხით გადამზადდა მოსწავლეები.
ბავშვები გაეცნენ გენდერული თანასწორობის შესახებ სხვადასხა შეხედულებებს, მცნებებს, გენდერული ძალადობის ფორმებსა თუ სხვა ასპექტებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ბარათების დამზადება, რომელიც დარიგდება მთელი მუნიციპალიტეტის მაშტაბით. ასევე კლუბის წევრები მოამზადებენ პრეზენტაციას, რეფერატს აღნიშნულ საკითხზე და უკვე სექტემბერში წარუდგენენ მას სკოლაში სხვა თანატოლებს და გააცნობენ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებს, საფრთხეებს, მათი აღმოფხვის გზებს და პრევენციულ ღონისძიებებს.