გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოტოპიის " და სამოქალაქო განათლების "გზამკვლევის" წევრები დაინტერესდნენ თემით თუ როგორ უნდა ავხსნათ ეკოსისტემაზე მოქმედი ფაქტორების გავლენა ეკოსისტემის მთლიანობაზე.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, რა არის ეკოსისტემა და რა კომპონენტებისგან შედგება. ეკოკლუბელებს პედაგოგმა შეუდგინა კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე რომ ხარ ჟურნალისტი, რომელსაც გაქვს საავტორო გადაცემა "ჩემი გარემო", ახლა შენი გადაცემისათვის უნდა მოამზადო ვიზუალური მასალა კოგნიტური სქემა ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგების შესახებ.
პრეზენტაციებში ბავშვებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს როგორ გავლენას ახდენდა ეკოლოგიური ფაქტორები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და რატომ არის ადამიანის საქმიანობა ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მნიშვნელოვანი. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია თუ როგორი მდგომარეობაა საკუთარ სოფელში ადამიანისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთობებზე.