ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, რომელიც ჩართულია ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში, კონკურსში, გადაწყვიტეს სასწავლო სემესტრის დასრულდების შემდეგ სკოლის ეზო გათიბული და დასუფთავებული დაეტოვებინათ.
ეკოკლუბელებმა სკოლის მეეზოვეს სთხოვეს საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე - 12-და 15 ივნისამდე ელექტროცელით მოეთიბა სკოლის ეზო, ხოლო ამის შემდეგ ეკოკლუბელები ეზოს თავად გაწმენდდნენ. მართლაც, როდესაც მეეზოვე მორჩა სკოლის ეზოს გათობვას, საქმეს ეკოკლუბელებმა მოჰკიდეს ხელი. ბავშვებმა ეზო გადაწმინდეს და არდადეგების წინ დაასუფთავეს.