ორიგინალური ფოტოგამოფენა საჩხერის სოფელ ქორეთის სკოლაში

 

ნიკო კეცხოელის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილეებს კარგად ესმით როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას და საერთოდ ჯანმრთელობას. კოვიდ-ინფექციის და  ჩაკეტილი ცხოვრების პირობებში არსებობამ უამრავი რამ შეცვალა ჩვენს ირგვლივ და ეკოკლუბელები დააფიქრა იმ საკითხებზე, რაზეც ადრე  ნაკლებად ფიქრობდნენ.

საჩხერის სოფელ ქორეთში, ადგილობრივი სკოლის ეკოკლუბის ინფორმაციით, ადამიანებმა დაიწყეს უფრო მეტი შინაური ცხოველის და ფრინველების გაზრდა, რომელსაც ისინი სხვადასხვაგვარად მოიხმარენ. ეკოკლუბში სამუშაო შეხვედრებზე ბავშვებმა იმსჯელეს ამ საკითხებზე და გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ფოტოგამოფენა, სადაც ასახულია მოსწავლეები ცხოველებისა და ფრინველების გაზრდაში როგორ ეხმარებიან უფროსებს. ეკოკლუბელები უვლიან: კურდღლებს, ქათმებს, პატარა ბოჩოლებს, ფუტკრებს, ცხვრებს და ამ საქმიანობით  უფროსებიც კმაყოფილები არიან.