ცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით: "ზუთხის დამცველები". ამ ჯგუფში ზემო ჭალადიდის სკოლის მოსწავლეებიც შევიდნენ. აღნიშნული სკოლა მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირზე და რაკი უშუალოდ აწუხებთ ზუთხის პოპულაციის შემცირება, საჭიროდ ჩათვალეს მიეწვიათ ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნა ინტერნეიშელის" წევრები ლექციის ჩასატარებლად. 9 ივნისს, გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოჭალადიდის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "რიონისპირელმა" ჩაატარა მინი-ლექცია თემაზე: "გადავარჩინოთ ველური ზუთხი გადაშენებისაგან". ეკოკლუბელები და იხტიოლოგები მოსწავლეებს ესაუბრნენ ზუთხის და ზუთხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
ლექციაზე აღინიშნა, რომ ზუთხი საუცხოო თევზია. იგი შეიძლება სიგრძეში 6 მეტრამდე გაიზარდოს და 100 წლამდე იცოცხლოს. ზუთხი მდინარეში იბადება და რამდენიმე თვეში ზღვისკენ მიეშურება. ყოველთვის იჭერდნენ მისი ხარისხოვანი ხორცისა და ქვირითის გამო და ახლა უკვე იგი გაქრობის პირასაა. საქართველო ერთ-ერთია იშვიათი ქვეყანაა, სადაც ზუთხი ჯერ კიდევ გვხვდება. მდინარე რიონის მცირე მონაკვეთიღაა ვარგისი ზუთხის ქვირითობისთვის. ეს მონაკვეთი შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ რეგიონში დარჩენილი ქვირითობის ერთადერთი ტერიტორიაა.
შეხვედრაზე ეკოკლუბელებმა დაასკვნეს, რომ ზუთხის დაცვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ყველანი საამისოდ ერთად ვიმოქმედებთ.