ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ კვირეულში. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. იმისთვის, რომ ნარჩენების დახარისხებაზე მიექციათ ყურადღება, მასწავლებელმა ეკოკლუბელები წინასწარ გააფრთხილა თუ რა ნიშნით დაახარისხებდნენ ნარჩენებს.
მოსწავლეებმა მცენარეული ნარჩენები ძირითადად ღუმელის ასანთებად ააგროვეს. ასეე ცალკე ააგროვეს ისეთი ნარჩენები, რომელიც გამოიყენებოდა. სხვა ნარჩენები ადგილობრივ ნაგავსაყრელზე გადაყარეს.
გარდა ეზოს დასუფთავებისა, მოსწავლეებმა ეზოს გამწვანებაზეც იზრუნეს. მათ მიერ დარგული მრავალწლოვანი ყვავილები გამოათავისუფლეს სარეველებისაგან, გაუფხვიერეს ნიადაგი. ასევე ნიადაგის განოყიერების თვალსაზრისით და შეიტანეს ორგანული სასუქი. პედაგოგმა მოსწავლეებს განუმარტა თუ რა ცუდ გავლენას ახდენს ქიმიური სასუქი გარემოსათვის და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმებისთვის.