ქიმიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ლორექსის" წევრების, ქიმიის მასწავლებლების, მოხალისე მოსწავლეეების გადაწყვეტილებით და ორგანიზებით სკოლის შიდა ბაღში ჩატარდა ღონისძიება: "პიკნიკი ქიმიურ სამყაროსთან ერთად", რომელიც შოუს ხასიათს ატარებდა.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში ქიმიათან დაკავშირებით, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგის, ცნობიერების ამაღლება, "ქიმიური სამყაროს" დადებითი მხარეების წარმოჩენა. მონაწილეებმა ჩაატარეს საინტერესო და შთამბეჭდავი ქიმიური ცდები. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ცნობილი ქიმიკოსების შესახებ, მათი საინტერესო მიღწევების შესახებ ქიმიის დარგში, რომელიც წარმოდგენილი იყო საგამოფენო მოლბერტებზე. დამსწრეთა და მაყურებელთა მაღალმა ჩართულობამ ეკოკლუბის "ლორექსის" წევრებს დაანახა, რომ მსგავსი აქტივობებით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა უფრო შედეგიანი იქნება.