4 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "გოდერძის" წევრებმა და სკოლის ადმინისტრაციამ, გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში სტუმრებს - CENN-ის აჭარა-გურიის რეგიონალურ კოორდინატორ ირაკლი მიქელაძეს და ხულოს სატყეო სააგენტოს თანამშრომელს, ნოდარი შანთაძეს უმასპინძლა.
ირაკლი მიქელაძემ ეკოკლუბის წევრებს, როგორც ნიკო კეცხოველის 2020 წლის რეგიონულ ჩემპიონ სკოლას CENN-ის სპეციალური პრიზი და სერთიფიკატები გადასცა. ასევე კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციის ხულოს სატყეო საგენტოს წარმომადგენელი დაპირდა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება მათ მიერ გადმოცემული აკაციის ნერგები, რომელიც დამეწყრილი ტერიტორიის გასამაგრებლად საუკეთესო იქნება.
შეხვედრის ბოლოს ეკოკლუბის წევრმა როსტომ შამანაძემ ეკოკლუბის სახელით ირაკლი მიქელაძეს და სატყეო სააგენტოს წარმომადგენელს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.