ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ბაღდათის სოფელ როკითის სკოლაში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით და ხელოვნების მასწავლებლის, მაია აბდალაძის ორგანიზებით მოეწყო გამოფენა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა ბევრმა მოსწავლემ მიიღო, მათ წარმოადგინეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ამას წინ დიდი შრომა უძღოდა, მოსწავლეებმა შეძლეს გაეკეთებინათ საინტერესო და მრავალფეროვანი ნაშრომები: თოჯინები, ზღაპრის გმირები, ცხოველები, ჩიტები და სხვა. მასალად გამოიყენეს ფერადი ქაღალდები, ბურღულეული, მაკარონი, ძველი წინდები და ნაჭრები.

შედეგად ძალიან ლამაზმა კოლექციამ მოიყარა თავი.  გადაიღეს სურათები და სკოლის გვერდზე გამოაქვეყნეს. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები სკოლის ადმინისტრაციიდან. მონაწილეობა მიიღი ერთმა სსსმ მოსწავლემ. ღონისძიება მოეწყო სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მისი მიზანი იყო  ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარების განმტკიცება და ერთგვარი  წვლილის შეტანა მეორადი ნივთების გამოყენებაში.