დასუფთავების აქცია ნინოწმინდაში

3 ივნისს, ჯავახეთში, ქალაქ  ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით გაიმართა ,,ჰაიოს-ქართლოსის" მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია. 2010 წელს ნინოწმინდაში საქართველოსა და სომხეთის მეგობრობის ძეგლი დადგეს, რომელსაც ,,ჰაიოს-ქართლოსი" უწოდეს.

დასუფთავების აქციის ინიციატორები იყვნენ: გაიანე ირიციანი, კარინე ღარაგულიანი, დიანა მარკარიანი და ანნა კირაკოსიანი. ქვეყანაში Covid-19 გავრცელების გამო, უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით სამუშაოები შესრულებული იყო 4-5 მოსწავლის მიერ. აქციის ჩატარების დროს დაცული იყო ჰიგიენის ყველა შესაბამისი ნორმა.