მარტვილის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლაში ტყის კოდექსი განიხილეს

ტყის კოდექსზე სასაუბროდ და ამ მიმართულებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას ეკოკლუბის მოწვევით, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირების და სწრაფი რეაგირების განყოფილების წარმომადგენელი გვანცა ჩაკვეტაძე ესტუმრა.

შეხვედრისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

• რა არის ტყე

• რა არ მიიჩნევა ტყედ

• ვინ შეიძლება იყოს ტყის მესაკუთრე

• რა კატეგორიებს ითვალისწინებს "საქართველოს ტყის კოდექსი"

• ტყის აღრიცხვა და მორიტორინგი

• რა შეზღუდვები ვრცელდება დაცული ტერიტორიების ტყის ფართობებზე

• კანონი ტყის აღდგენის და მოვლის შესახებ

• სად შეიძლება მივიღოთ საჭირო განათლება ტყის სფეროში

შეხვედრა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. გვანცა ჩაკვეტაძემ ეკოკლუბს საჩუქრად "საქართველოს ტყის კოდექსი" გადასცა, რომელსაც ეკოკლუბი გარემოსდაცვით საქმიანობაში გამოიყენებს.

გვანცა ჩაკვეტაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ერთადერთი ქალი თანამშრომელია და სურს, რომ მისი არჩევანი ბევრი ქალისთვის იყოს მაგალითი, რათა დაინგრეს ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპი, თითქოს ქალებს მსგავს სამსახურში მუშაობა არ შეუძლიათ.