2021 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში, საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელებისა და მოსწავლეების, მ.ა სახლის ლიდერთა კლუბის ინიციატივით კომპლექსური ღონისძიება გაიმართა. მათთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი მაია ალექსიშვილი მოხალისეებთან ერთად, რომლებმაც პირველი დახმარების კუთხე მოაწყეს დაინტერესებული ბავშვებისათვის.
1 ივნისის კომპლექსური ღონისძიება ითვალისწინებდა სხვადასხვა აქტივობებს: მოეწყო ინტელექტუალური თამაშების კუთხე, რობოტოტექნიკის კუთხე, დებატების კუთხე, პოეზიის კუთხე, სადისკუსიო კუთხე, სპორტული აქტივობების კუთხე ასფალტზე ხატვის კუთხე, საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვის კლუბისა და პატარძეულის საჯარო სკოლის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. ყველა კუთხეს ლიდერთა კლუბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
ამ ღონისძიების ორგანიზატორობაში მიიღეს მონაწილეობა ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" გუნდის წევრებმა, როგორც ლიდერთა კლუბის წევრებმა.
ღონისძიების მეტი ფოტოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/Youthpalaceofsagaredjo/posts/4079402242106915