თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლაში ადგილობრივი ეკოკლუბის თანაორგანიზებით გაიმართა პროექტ "განათლება მშვიდობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება - მულტიკულტურული საღამო.
მანამდე სკოლაში ჩატარდა კველავა იმისთვის, რომ დადგენილიყო თუ რამდენი მოსწავლე ქმნის ეთნიკურად მრავალფეროვან გარემოს. შემდგომ კი მულტიკულტურული საღამოს საშუალებით თითოეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს მიეცა საშუალება გაეზიარებინა მისი კულტურა და ტრადიციები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ "მშვიდობის კორპუსის" ესპანელი მოხალისენი - ლაურა და ბრუნო. მათ ასევე გააკეთეს პრეზენტაცია და ისაუბრეს საკუთრი კულტურის შესახებ. ასევე მოხდა სასწავლო რესურსის, ფაზლის პრეზენტაცია, რომელიც პროექტ "განათლება მშვიდობისთვის" მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შექმნეს სამოქალაქო განათლების ინოვაციური გზით შესწავლის მიზნით.
ბოლოს გაიმართა დაჯილდოება, სადაც პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.