რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმში" მაკულატურის შეგროვების კონკურსი ჩატარდა

 

ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა "მილენუმის" ეკოკლუბ "ათასწლეულის" წევრებმა სასკოლო საზოგადოებას მაკულატურის კონკურსი შესთავაზა. ეკოკლუბელებმა კლასებს მოუწოდა შეეგროვებინათ მაკულატურა და ამ გზით მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში.

გამოცხადებულ კონკურსს ყველა საფეხურის კლასი დიდი სიხარულით შეუერთდა. ორი კვირის განმავლობაში ხდებოდა მაკულატურის შეგროვება, რომელსაც ეკოკლუბის წევრებმა მოუყარეს თავი და საჯაროდ.მოახდინეს მისი აწონვა და გამარჯვებულის გამოცხადება. ყველა კლასი შეეცადა ყოფილიყო პირველი მაგრამ, ეკოკლუბმა გამარჯვებულად მე-4 კლასი დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტი მაკულატურის შეგროვება შეძლო.

ეკოკლუბელები მიიჩნევენ, რომ სასკოლო საზოგადოების ასეთ აქტივობებში ჩართვა გააღვივებს მათში ბუნებისადმი ზრუნვასა და სიყვარულს.