31 მაისს აღინიშნება სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ჩატარდა სპორტული ტურნირი "მხიარულ სტარტებში" მოსწავლეებს შორის. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციისა და გორის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა ბავშვებს გააცნეს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ დაავადებებსა და თამბაქოს კვამლისა და ნამწვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ. ბავშვების მხრიდან დასმული იქნა მთელი რიგი შეკითხვები, რაზეც სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს.
ჩატარებული ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა და პირობა დადეს რომ, არ გახდებიან თამბაქოზე დამოკიდებულები და ზიანს არ მიაყენებენ არც გარშემომყოფეს და არც გარემოს. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს