"იასონი და მედეა" პანდემიის წინააღმდეგ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ნერგები" წევრებმა, სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმის ეზოში წარმოადგინეს სპექტაკლი "იასონი და მედეა". სპექტაკლი მიუძღვნეს პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და მისგან თავდაცვის ღონისძიებებს. 

აღნიშნული სპექტაკლი აირჩიეს სწორედ იმის გამო, რომ მედეა ბერძნული მითის მიხედვით ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული იყო. მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა,  ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინა მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა. ამიტომ რადგან საქართველოში მედიცინა ძველი კოლხეთის ეპოქიდან კარგად განვითარებული იყო, ეკოკლუბელების აზრით საქართველოს არ უნდა გაუჭირდეს პანდემიასთან პრძოლა და მისი დამარცხება.

ეკოკლუბის წევრებმა მათი დამოკიდებულება კორონავირუსთან დაკავშირებით ასეთი სახით გამოხატეს.