გამწვანების აქცია თელავის სოფელ აკურას სკოლაში

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "რეინჯერების" წევრებმა, სკოლის დირექციის ხელშეწყობით დაგეგმეს და განახორციელეს მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სკოლის ეზოს გამწვანება, რისთვისაც მიმართეს სოფელ აკურის  გამგებელს. გამგებელი მათ ნერგებით უზრუნველყოფას დაპირდა. 27 მაისს მან დანაპირები შეასრულა და სკოლას გადასცა ნერგები.

ეკოკლუბის წევრებმა სკოლის სხვა მოსწავლეებიც დაიხმარეს და შეუდგნენ სკოლის ეზოს გალამაზებას. მათ არამარტო დარგეს ახალი ნერგები, არამედ ბალახისგან გაწმინდეს  გააფხვიერეს ძველი ნარგავებიც. ასევე გაასუფთავეს ყვავილების ბაღიც, რაც ასევე მათ მიერ არის გაშენებული. ეკოკლუბის წევრებს დაგეგმილი აქვთ მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც განახორციელონ. ისინი ამ აქტივობებით მისაბაძი მაგალითები იქნებიან სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.