კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა - მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა “ატილამ“, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოისმინა რეინჯერის, ეთერ მამულაშვილის ლექცია მამკოდის ტყის შესახებ.
რეინჯერმა ბავშვებს უამბო ტყეში არსებული ცხოველებისა და მცენარეების შესახებ. გარდა ამისა, მან ისაუბრა მამკოდის ტყის ისტორიაზე, იქ არსებულ უძველესი ნანგრევების შესახებ და ამ ულამაზესი ბუნების მნიშვნელობაზე.
კომაროვის სკოლის ეკოკლუბი ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის ქალბატონ ეთერს, თითოეულ რეინჯერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსს, ნატა სულთანაშვილს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელს, მარიამ მაჭარაშვილს.