კარლ ჰარცელის სტუმრობა ქედის სკოლაში

 

21 მაისს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა გაუწია ეკოკლუბ "კოინდარის" წევრებმა - ლაშა შარაძემ და ლაშა შავიშვილმა. სტუმარი სკოლაში გაეცნო ორგანიზაცია CENN-ის პროექტებს.

ეკოკლუბის წევრებმა ჰარცელს გააცნეს ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიასთან დაკავშირებით, გაუზიარეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, რითაც ელჩი ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა. ჰარცელმა ბავშვების წარმატება უსურვა და მოუწოდა გაუფრთხილდნენ გარემოს, არ დაანაგვიანონ იგი და ასეთი ლამაზი ბიომრავალფეროვნება შეინარჩუნონ.

კარლ ჰარცელმა ეკოკლუბის წევრებთან ერთად დაათვალიერა ქედის მუნიციპალიტეტი, მოინახულა ქედაში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი, დრამზეც კი დაუკრა და როგორც თავად განაცხადა, ძალიან მოეწონა ეს მხარე და ქედის უმშვენიერესი ხედები.