დედამიწის დღის აღსანიშნავად და მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე კედლის" წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც გააცნეს ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასის მოსწავლეებს.
პრეზენტაციისას, მონაწილეებმა ისაუბრეს დედამიწის ეკოსისტემებსა და ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ფოტომასალა თემის ირგვლივ. ერთად განიხილეს და იმსჯელეს პრობლემების აქტუალურობაზე. ეკოკლუბის წევრებმა გაუზიარეს მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისა და პრევენციის გზები. ერთად განიხილეს და გაეცნენ იმ აქტივობებსა და მეთოდებს, რითაც გააუმჯობესებდნენ მათ ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ღონისძიების შეჯამებისას ჩაატარეს სახალისო აქტივობა და სიმულაციური თამაშის მეშვეობით გაამყარეს მიღებული ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში და მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებს.