ფრინველებზე დაკვირვება მადათაფის და ბუღდასნის ტბებზე

ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების დამცველების" წევრებმა: სედა არზუმანიანმა, კარინე ღარაგულიანმა, ჰამბარძუმ ესოიანმა, ლევონ ნორსოიანმა, ანნა კირაკოსიანმა, ევგინე ღარსლიანმა, კიმა ნორსოიანმა ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით CEEN-სთან, Sabuko.Birdlife Georgia-სთან, ნინოწმინდის ინოვაციური ჰაბის წევრ ახალგაზრდებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მადათაფის და ბუღდასნის ტბებზე ფრინველებზე დაკვირვების ტურით აღნიშნეს. 

საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რადგან სამცხე-ჯავახეთში მილიონობით წლის წინანდელ განამარხებულ ფლორაა. ასევე სამცხე-ჯავახეთი ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს მრავლად ვხვდებით, მათ შორის წითელ წიგნში შესულ ჯიშებსაც. ეკოკლუბლების თქმით, მადათაფას და ბუღდაშენის ტბები ნამდვილი ოქროს საბადოა ფრინველებზე დაკვირვებისთვის.

მოსწავლეები ბინოკლის ფოკუსს საკუთარი ხელით ასწორებდნენ ხოლმე და პირველად ნახეს ფრინველები ასე ახლოს. დაკვირვების პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა.