როგორ აღნიშნეს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ოზურგეთის დაბა ნარუჯაში

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ადგილობრივი დაბის ახლომდებარე ტყეს ესტუმრნენ, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი ფლორაა, წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები მრავალფეროვანი ბუჩქა და ბალახოვანი მცენარეებით. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა  ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს შეახსენა, რომ 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ეკოკლუბის წევრებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობაზე, ეკოსისტემის მდგომარეობისა და ადამიანის ზეავლენით სახეობების დაკარგვის საფრთხეზე. ეკოკლუბელებმა ტყეში არსებულ მათთვის საინტერესო მცენარეებზე ეკოკლუბის ხელმძღვანელისაგან ზუსტი და ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეეცადნენ დურბინდით დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ფრინველები.

ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას და ცნობიერების დონის ამაღლებას.