ლაგოდეხელი ეკოკლუბელების ვიზიტი ადგილობრივი პოლიციის უფროსთან

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის, "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021"-ის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოლაგიის’’ ხელმძღვანელი და წევრები თემში ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელს, გურამ ტალახაძეს ეწვივნენ და დაუსვეს რამდენიმე კითხვა. ასევე გაეცნენ პოლიციის მუშაობის სტრუქტურას.

აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ პოლიციის საქმიანობა და სტრუქტურა. პოლიცის უფროსი მოსწავლეებს ესაუბრა იურისტის პროფესიაზე და სამართლის სფეროზე, უამბო მის გავლილი გზაზე, როგორ მიაღწია წარმატებას, როგორ მივიდა პოლიციის ხელმძღვანელობამდე.

 

გურამ ტალახაძემ ისაუბრა იურისტის პროფესიაზე, სამართლის  სფეროზე, შეეხო დღევანდელ პანდემიის თემას, თუ როგორი მძიმეა ამ სიტუაციის გაკონტროლება მითუმეტეს თემში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს გააზრებული სიტუაციის სირთულე. პოლიციის უფროსმა მოსწავლეებს მისცა კითხვების დასმის შესაძლებლობა და თითოეულ მოსწავლეს ამომწურავად გასცა პასუხი. ესაუბრა მათი არჩეული პროფესიების შესახებ და მისცა პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის მათ ყოველთვის გვერდით დაეხმარება.