კეხიჯვრის სკოლის ეკოკლუბის გარემოსდაცვითი აქტივობები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოტოპიის " წევრებმა და სამოქალაქო განათლების კლუბ "გზამკვლევის " წევრებმა მოხალისე მოსწავლეებთან ერთად იმუშავეს სოციალურ პროექტზე: "გავუფრთხილდეთ გარემოს"

პროექტის მთავარი მიზანი იყო ზრუნვა გარემოს დასუფთავებაზე, მოსახლეობის ჩართულობა დასუფთავების აქციებში, ასევე მეტი ინფორმირება მოსახლეობისთვის.

ეკოკლუბელებს გადანაწილებული ჰქონდათ და დღეები ორი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ დასუფთავების და ინფორმირების ღონისძიებებს, შემდეგ გააკეთეს პრეზენტაციები, შექმნეს კედლის გაზეთები და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს. ეკოკლუბელების თქმით, პროექტი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანიც იყო როგორც მოსწავლეებისთვის ასევე სოფლის მოსახლეობისთვის .