ზუგდიდის სოფელ ურთის სკოლის ეკოკლუბელები მარტოხელა მოხუცებს ეხმარებიან

 

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჯეგეთას" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მორიგი აქტივობა ჩაატარეს, რომელიც ეხმიანება გაეროს კონვენციისა და მდგრადი განვითარების N1 მიზანს "არა სიღარიბეს".

ეკოკლუბ "ჯეგეთას" წევრებმა მარტის თვეში დათესეს და გამოიყვანეს პომიდვრის ჩითილები. 2021 წლის 20 მაისს მოინახულეს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი - მარო ბებო, რომელსაც ეკოკლუბი მუდამ ეხმარება. "ჯეგეთელებმა" მარო ბებოს დაუმუშავეს საბოსტნე ადგილი, გათოხნეს, მორწყეს და ნერგების დასარგავად მოუმზადეს ბოსტანი.

ეკოკლუბის წევრებმა მარო ბებოს გადასცეს მათ მიერ გამოყვანილი პომიდვრის ნერგები და დაუმზადეს დასარგავი ადგილი.

ეკოკლუბი "ჯეგეთა" მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.