გამწვანების აქცია რუსთავის 23-ე სკოლაში

ქალაქ რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის ეკო-ჯგუფმა „ეკოლოპმენტმა“ გადაწყვიტა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაერგო ხეები და გაესუფთავებინა ნარჩენებისგან. სხვა ადამიანების მოტივაციის ასამაღლებლად და მსგავს აქტივობებში ჩასართველად ბავშვებმა დაამზადეს ბანერები სახელწოდებით: „ნუ დაანაგვიანებ! ერთად დავიცვათ გარემო“. ბანერები გამოიკრა სკოლის ტერიტორიაზე.

რუსთავის N23 სკოლის ეკოკლუბის აზრით, ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი აქტივობა დაეხმარებათ ბავშვებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

"დღევანდელ ცხოვრებაში ეკოლოგია და გარემოს დაბინძურება ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ შექმნილი ვითარება და არ დავანაგვიანოთ გარემო, დავრგოთ ხეები. ეს ყველაფერი კი ჩვენივე მომავლისთვის კეთდება. ჩვენს ჯგუფს იმედი აქვს, რომ მეტი ადამიანი შეუერთდება ინიციატივას. თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუნდაც ერთ ნერგს თუ დავრგავთ, ეს წლების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირებს შექმნილ პრობლემებს" - ამბობენ რუსთაველი მოსწავლეები.