წყლტუბოს სოფელ მაღლაკის სკოლაში კლიმატის დაცვის დღე აღინიშნა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "ბუნების დამცველები" ცნობიერების ამაღლების მიზნით მრავალ ღონისძიებას ატარებს. 15 მაისს, ეკოკლუბი შეუერთდა გლობალურ აქციას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით . ეკოკლუბის ლიდერმა მარიამ ონიანმა ბიოლოგიის მასწავლებელ ნათია ფხაკაძესთან ერთად ჩაატარა კონფერენცია თემაზე: "კლიმატის დაცვის დღე". წარმოდგენილი იყო საინტერესო სლაიდები და საკითხები თემასთან მიმართებით. ასევე გაიმართა დისკუსია.

ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. კლიმატის შენარჩუნება ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა იწვევს კლიმატის გაურესებას დედამიწაზე. რომელმაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას.