ძველი ანაგის სკოლის ეკოკლუბის კვლევა თამბაქოს მოხმარებაზე

სტატისტიკურად მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ეწევა სიგარეტს. ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო - ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი. ამავე სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 37- 40% ეწევა სიგარეტს. მამაკაცთა შორის მწეველია 50-65% ხოლო ქალთა შორის 16-22%. ამ მონაცემებზე დაყრდნობითნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2021-ის ფარგლებში კახეთში, სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ფესვებმა" გადაწყვიტა ამავე თემში ჩაეტარებინა კვლევა თამბაქოს მოხმარების შესახებ. 

კვლევამდე ჩატარდა გამოკითხვა და ეკოკლუბელებმა მოქალაქეებს დაისვეს შემდეგი კითხვები: 1) ხართ თუ არა თამბაქოს მომხმარებელი 2) რამდენად ხშირად იყენებთ? 3) იცით თუ არა რაიმე თამბაქოს ზიანის შესახებ 4) აქვს თუ არა თამბაქოს დადებითი მხარე თქვენი აზრით 5) იცით  თუ არა რა დაავადებს იწვევს თამბაქო? 6) იცით თუ არა 2018 წლის 1 მაისს მიღებული კანონის შესახებ? (რომელიც გულისხმობს თამბაქოს დახურულ სივრცეში მიღების აკრძალვას).

გამოიკითხა 30 ადამიანი და გაირკვა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 90% სამწუხაროდ თამბაქოს მომხმარებელია. გამოკითხვიდან ასევე ირკვევა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა უფრო მეტი რამ იცოდნენ თამბაქოს მავნე ჩვევების და დაავადებების (ხორხის და ფილტვების კიბოს) შესახებ, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა. გამოკითხულებისთვის თამბაქოს არ აქვს დადებითი მხარე. ასევე თავად აღნიშნეს, რომ იციან მისი მავნე ჩვევები თუმცა თამბაქო ხდის ადამიანს თავის თავზე დამოკიდებულს. ხოლო რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ მე-6 კითხვას - საბედნიეროდ იციან მიღებული კანონის შესახებ და მათი პასუხით ყველანაირად ცდილობენ რომ დაიცვან კანონი. 

კვლევამ აჩვენა, რომ ძველი ანაგის მოსახლეობის  უმეტესობა თამბაქოს მომხმარებელია.