ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის ეკოკლუბ eco-warriors-ს სპიკერი მეგი ჭეჟია და წევრები: ნინი ბულია, მარიამ მირგატია და ანასტასია კიკალეიშვილი სკოლის ეკოკლუბის სახელით შეხვდნენ ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, რომელიც რუხის საჯარო სკოლას ესტუმრა.
შეხვედრისას ეკოკლუბის წევრებმა ელჩს გააცნეს მათი კლუბის მუშაობა და ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოკლუბის ფუნქციონირება და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს იმათზე, რომ მათთვის პრიორიტეტულია 2030 წლისთვის გაერთიანებული ძალებით მიღწეული იქნეს მდგრადი განვითარების მიზნები. შეხვედრის ბოლოს ორივე მხარემ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარა.