ახმეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე სამყაროს" წევრები შეუერთდნენ ,,ალუბლის ბაღის" პროექტს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ალუბლის ნერგები. ეკოკლუბის წევრებთან ერთად ნერგების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს lX კლასის მოსწავლეებმა. მათ დაამზადეს პლაკატები სახელწოდებით: ,,ჩვენ გვიყვარს ალუბალი."
საწყის ეტაპზე, იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ბავშვებს არ მოსწონდათ სკოლის ეზოში არსებული ცარიელი სივრცე და გადაწყვიტეს რაიმეთი შეევსოთ ეს სიცარიელე. საბოლოოდ ყველაზე სასარგებლო გზად ნერგების დარგვა მიიჩნიეს. სხვადასხვა ვარიანტიდან ბოლოს ალუბლის ნერგებზე შეჯერდნენ.
მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები კარგად გაეცნენ ნერგების დარგვის წესებს, რათა მათი შრომა ნაყოფიერი ყოფილიყო. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმეს და თავიანთი ნაშრომით კმაყოფილნი დარჩნენ.