ფრინველების გამოკვების აქცია აფრიკის დასახლებაში (ვიდეო)

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს "ჩიტების გამოკვების" აქცია.

მოსწავლეები ამჯერად ესტუმრნენ აფრიკის დასახლებას და კოლეჯი "სპექტრის" მხარდაჭერით დაამზადეს ჩიტების საკვებურები. ეკოკლუბელებმა გადაიღეს ამ აქციის ამსახველი ვიდეო-სიუჟეტი.

თბილისის N51 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.