იყალთოს სკოლის ეკოკლუბის კვლევა ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა აწარმოა ონლაინ-გამოკითხვა და მცირე კვლევა ელექტროენერგიის მოხმარებაზე Microsoft forms-ის დახმარებით. შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელიც  გავრცელდა როგორვ ეკოკლუბში, ისე კლასებში.

კითხვები შემდეგნაირი იყო: 1) რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ელექტროენერგია? 2) ყველაზე მეტ ელექტროენერგიას რას მოახმართ? 3) რამდენად ზოგავთ ელექტროენერგიას ? 4) თვეში დაახლოებით რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმართ? 5) თქვენი აზრით როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა ? 6) რა სარგებლობა მოაქვს ელექტროენერგიის დაზოგვას?

პასუხები განსხვავებული იყო. მაგ: პირველი კითხვის შედეგმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 90%-ს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო 10%-თვის ნაწილობრივ მისაწვდომია. მეორე კითხვაზე გამოკითხულთა აზრით ყველაზე მეტი ელექტროენერგია სჭირდება ტელევიზორს, მაცივარს, შუქს, დამტენს, წყლის გამათბობელს და ა.შ. მესამე კითხვაში გამოკითხულთ 63% ელექტროენერგიას საშუალოდ ზოგავს. 14% , ხოლო 14% საერთოდ არ ზოგავს. მეოთხე კითხვის შედეგებმა ჩვენა, რომ მოსახლეობა 5-დან 180 კვტ-მდე მოიხმარს. მეექვსე კითხვაში კი გამოკითხულთა 100% მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად სარგებელი ფულის ეკონომიაა.

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=DQSIkWdsW0yxEjajBLZtrQAAAAAAAAAAAAO__Tr68ahUMUJRVjBVU1BBNlJMVjhVR01KVlVFUE9RNy4u.